ციფრული სკოლის პროექტები


ციფრული პროექტის მოკლე აღწერა

 

        რას ეხება თქვენი ინოვაციური პროექტი (მოკლედ აღწერეთ პრობლემა და პროექტის შინაარსი):

 

ჩვენი ინოვაციური პროექტი ,,ციფრული სწავლების პრაქტიკას" ეხება.

არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში გაუმჯობესებას საჭიროებს. მართალია, საკლასო ოთახები არ არის ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ხდება სკოლაში არსებული ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. რამდენად ფლობენ მასწავლებლები და მოსწავლეები აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო უნარებს და როგორ შეგვიძლია სასწავლო პროცესის შეცვლა ისე, რომ მოტივაციის ამაღლება გამოიწვიოს როგორც პედაგოგებში, ასევე მოსწავლეებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

        რა აქტივობები უნდა ჩატარდეს პირველ ეტაპზე (ჩამოწერეთ აქტივობები თარიღების მითითებით, რაც უკვე ჩაატარეთ იმ აქტივობებსაც მიაწერეთ თარიღი და რასაც გეგმავთ იმათაც):

1. პროექტის განხორციელებისთვის კლასის შერჩევა საბაზო საფეხურზე-20 ნოემბერი;

2. პროექტის მიზნის გაცნობა მოსწავლეებისთვის-21 ნოემბერი;

3. ჯგუფების შექმნა და ლიდერების არჩევა-21 ნოემბერი;

4. ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის პრინციპის გაცნობა Teams-ი და მისი ეფექტურობის ახსნა-21 ნოემბერი;

5. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შექმნა-25 ნოემბერი.

 

 

 

 

        რა აქტივობები უნდა ჩატარდეს შემდეგ სემესტრში, რათა პილოტირების რეჟიმი გადავიდეს განხორცილების ეტაპზე (ჩამოწერეთ აქტივობები, რითაც მოახდენთ თქვენი პროექტის გაფართოებას სკოლის მასშტაბით):

 

1. სასწავლო ობიექტების გაცნობა kahoot, One Note, Edmodo, საპრეზენტაციო პროგრამა Padlet-ი-დეკემბრის თვე;

2. სასწავლო რესურსების შექმნა მოსწავლეების მიერ-იანვარი;

3. ელექტრონული წიგნის შექმნა მოსწავლეების მიერ-თებერვალი

4. მოსწავლეთა ტესტირება-მარტი;

5. პროექტის პრეზენტაცია; მონაწილე მოსწავლეებისა და მასწავლებლების წახალისება-აპრილი.

 

 

 

 

 

 

 

        ვინ ჩაატარებს (მასწავლებელი/ მასწავლებლები):

 

ნელი ყაბანაშვილი-ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, VII კლასის დამრიგებელი.

 

 

 

 

         რომელ კლასში/კლასებში:

 

VII კლასი

 

 

 

 

 

        რა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ თქვენი ინოვაციური პროექტის ფარგლებში (ჩამოწერეთ სია)?

 

Teams-ის პროგრამაში შევქმნი ჯგუფებს.   გუნდის ყველა წევრს შეეძლება  ატვირთული ფაილების ნახვა; ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს; ეს პროგრამა ჯგუფური მუშაობის საშუალებას მაძლევს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური დისტანციისდაცვა ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობას არ იძლევა საკლასო სივრცეში.

სათანადო დროს დავუთმობ დროის მენეჯმენტს და ვაწარმოებ მუდმივ მონიტორინგს;

ვიქნები ფასილიტატორი და ამავდროულად, გამოვიყენებ შუალედურ შეფასებას;

ბავშვებთან ერთად მოვამზადებ კითხვარებს, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, ვისაც ამ ბავშვებთან უწევთ მუშაობა.

 

 

 

 

        რა პროდუქტები შეიქმნება პროექტის ფარგლებში მასწავლებლის მიერ?

მასწავლებლები შეძლებენ თვითგადამზადებას სწავლების ახალ ფორმაზე და შეძლებენ სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებას;

 შექმნიან ელექტრონულ ტესტებს და მის გასასწორებლად არ დაკარგავს დროს,-ამას თვითონ კომპიუტერი უზრუნველყოფს;

სასწავლო რესურსებს, რომლებსაც აქტიურად გამოიყენებენ სხვა კლასის მოსწავლეებთანაც და ეს არ იქნება ერთჯერადი გამოყენების;

ამაღლდება კოლაბორაციის/თანამშრომლობითი კულტურის დონე;

ეფექტურად წარმართავენ მუშაობას სსსმ მოსწავლესთან, ვისაც შესაძლოა, რაღაც პერიოდი არ ჰქონდეს სკოლაში სიარულის სურვილი თავისი სიტუაციიდან გამომდინარე;

გაცდენილი გაკვეთილების აღდგენის საუკეთესო საშუალებას იძლევა.

 

 

        რა პროდუქტები შეიქმნება პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ?

მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ წიგნებს, როგორც კლასისთვის, ასევე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის;

Teams-ის პროგრამა აძლევს საშუალებას მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს სწავლის პროგრესზე;

Minecraft-ის გამოყენებით შეძლებენ კონსტრუქციების აგებას და თამაშს გადააქცევენ სასწავლო პროცესად;

ციფრული სკოლა სრულად პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და ხელს უწყობს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბებას.

 

 

 

 

        ციფრული სკოლის ბლოგის მისამართი (მიუთითეთ ბლოგის მისამართი)

https://zvizdipapiashvili.blogspot.com

 

        კომენტარი (დაწერეთ ნებისმიერი რამ, რის ახსნაც გსურთ პროექტთან დაკავშირებით):

რა პერიოდს უნდა მოიცავდეს ეს პროექტი?

პროექტი მუდმივად გაგრძელდება და მოიცავს მთელ სკოლას.

 

 





                           ზვიად პაპიაშვილი - ოკამის საჯარო სკოლის დირექტორი


პედაგოგებს მუდმივად უწევთ პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა, ვინაიდან უნდა ისწავლო, რათა ასწავლო. ისინი გუნდური პრინციპით მოქმედებენ: ერთად განიხილავენ მოსწავლეთა მიღწევებს და იღებენ გუნდურ პასუხისმგებლობას; გამომდინარე იქიდან, რომ ,,ძალა ერთობაშია!“




     თავის მხრივ, მოსწავლეებიც ცდილობენ, ითანამშრომლონ პედაგოგებთან და ერთად დანერგონ ის სიახლეები, რომლებსაც ,,ციფრული სკოლა“ გვთავაზობს.

      ჩვენ გვყავს კრეატიული ლიდერი, რომელიც პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით გამოირჩევა. ხშირად გამოდის ინიციატივით და იძლევა იმის მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი, რომ მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. სწორედ მისი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ციფრული პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელეთ, რომელმაც არა მარტო სკოლის მოსწავლეები, არამედ მთლიანი თემი მოიცვა. ეს არის პროექტი: ,,გზა ციფრულ ეპოქამდე“, რომელიც საინტერესოდ წარმოაჩენს იმ მნიშვნელოვან გზას, ზეპირმეტყველებიდან ციფრულ ეპოქამდე რომ გავიარეთ უფრო სრულად იხილეთ  ამ პროექტის საბოლოო პროდუქტი გახლავთ ელექტრონული წიგნი, რომელიც უამრავი ადამიანის სახელმძღვანელოდ იქცა.



ფოტოზე: პროექტის ხელმძღვანელი- ნელი ყაბანაშვილი

     ამ წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსწავლეების მხრიდან,-ისინი ხომ სიახლეების მოყვარულები არიან და ადვილად არ იკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას,-ყოველთვის ახლის ძიებაში არიან. ამ პროექტმა თავის მიზანს მიაღწია: მოსწავლეებმა დაინახეს, როგორ ცვლიან ინოვაციური ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესს და ყველაზე კარგი ის არის, რომ ამ პროცესის მონაწილეები თვითონ არიან. მეშვიდე კლასის მოსწავლემ-სოფიო ხრიკულმა, მასწავლებელთან ერთად შექმნა ელექტრონული წიგნი: ,,სიყვარულისთვის ჩადენილი გმირობა“, რომელიც ახლებურად, თანამედროვე ენაზე ხსნის ,,ვეფხისტყაოსნის“ იმ ეპიზოდს, სადაც ქაჯეთის ციხის აღების გეგმას ცალ-ცალკე შეიმუშავებს სამი გმირი უფრო სრულად იხილეთ


ფოტოზე: სოფიო ხრიკული,- ელექტრონული წიგნის ავტორი.








                                                ირმა საათაშვილი - ისტ - ის მასწავლებელი


ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეპიდსიტუაციამ, რაც Covid-19- ითაა გამოწვეული, მთლიანად შეცვალა განათლების სისტემა და სწავლების სრულიად განსხვავებულ მოდელზე გადაგვიყვანა, რომელსაც მოუმზადებლები შევხვდით, როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები. სწავლების ესტონური მოდელი - ,,ციფრული სკოლა“- საუკეთესო მიგნება აღმოჩნდა ჩვენი სინამდვილისთვის.

     ბავშვებმა დატოვეს სკოლის ტერიტორია, დაცარიელდა კლასები, პირქუშად გამოიყურებოდა კომპიუტერული ლაბორატორია.





     ამ პროცესებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საზოგადოების უდიდეს ნაწილზე; დაეუფლათ უკმარისობის განცდა, რომ სკოლაში სიარული აუცილებელია და ის საფრთხეები უკანა პლანზე გადასწიეს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აქ გამოიკვეთა ადამიანების არასწორი მიდგომა სწავლასთან მიმართებაში: დღის წესრიგში დააყენეს სკოლაში სიარული და არა ცოდნის მიღების ალტერნატიული გზა. ეს იყო საუკეთესო პერიოდი ჩვენი პროექტის მიმდინარეობისას.

     ეპიდსიტუაციამ პროექტის წარმატებით განხორციელებას ხელი არ შეუშალა. პირიქით, დაგვეხმარა კიდეც:

Ø  აღმოჩნდა, რომ  მესენჯერი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, არ იძლეოდა ხარისხიან განათლებას;

Ø  პედაგოგების საკმაოდ დიდ ნაწილს არ აღმოაჩნდა ტექნოლოგიების ფლობის ისეთი უნარები, რომლებსაც დისტანციური სწავლების პროცესში გამოიყენებდა;
Ø  გაკვეთილი მესენჯერში რამდენიმე წუთიანი საუბრით შემოიფარგლებოდა და ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ მასწავლებელი დავალების ნომერს და წიგნის გვერდს მიუთითებდა;
Ø  უფრო მეტიც: ზოგი საერთოდ ვერ/არ ატარებდა გაკვეთილს/მოსწავლეები არ ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში. მიზეზი: ინტერნეტის არქონა; (მინდა გითხრათ, რომ  პროექტის ხელმძღვანელი Magtifix-ის მოდემით მუშაობს დღემდე);
Ø  მოსწავლეების გარკვეული ნაწილი თამაშით კავდებოდა, თუმცა ფიქსირდებოდა, რომ ონლაინ სწავლის პროცესში იყო ჩართული.

     განათლების სამინისტრომ შექმნა რამდენიმე საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც აქტიურად ვიყენებდით. მოსწავლეებს არჩევის საშუალება მიეცათ და ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით მასწავლებლები: თითქმის ყველა საშუალებას ვიყენებდით მოსწავლეებთან დასაკავშირებლად.

     პირველი ქმედითი ნაბიჯები, რაც დისტანციური სწავლების პროცესში გადაიდგა, არის ის, რომ ბავშვები მესენჯერებიდან გამოვიყვანეთ და  ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში Teams-ში გადავინაცვლეთ. დასაწყისში არ იყო სახარბიელო დასწრება, მაგრამ ერთმანეთის დახმარებით შევძელით ყველას ჩართვა. ჩვენ ეს შევძელით, გამოგვივიდა!







     ამ ფოტოზე პირველკლასელი ნიკოლოზ ზანგურია. სკოლაში მოსულს არცერთი ბავშვი არ დახვდა და სურათი გადავუღე, როგორც სკოლის ერთადერთ მოსწავლეს. მერე, როცა სწავლა სკოლის კედლებში განახლდა და ერთმანეთისთვის ბევრი რამ გვქონდა სათქმელი, ეს ფოტო ვაჩვენე ჩემს მე-7 კლასელ მოსწავლეებს და გულდაწყვეტილი ფიქრიც გავუმხილე, რომ ჩემი აზრით, სამყარო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო-მეთქი. ბავშვები ერთხანს ჩაფიქრდნენ და უცებ: ,,ჩვენ შევქმნით უკეთეს მომავალს!- გაისმა ხმა,-დიახ, მას, სწორედ ამ ბავშვისთვის და ყველა პატარასთვის შევქმნით უკეთეს მომავალს. ამაში ციფრული სკოლა დაგვეხმარება. როდის მთავრდება? მოვასწრებთ ყველაფერს?“

-         არ მთავრდება ეს პროექტი.  გაგრძელდება და მუდმივად გვეყოლება პროგრესულად მოაზროვნე თაობა, რომელიც აღჭურვილი იქნება იმ უნარებით, რომელიც ასე ძალიან სჭირდება დღევანდელ მსოფლიოს.

     მადლობა ჩვენს მეგობარ ქვეყანას-ესტონეთს- ამ ინოვაციური პროექტისთვის, რომელიც დაგვეხმარა, გვეპასუხა 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის.

     მადლობა უნიჭიერეს ქალბატონ ნინა ბიწკინაშვილს, ვინც პირველად გვესაუბრა ციფრული სკოლის შესახებ და დაგვეხმარა პირველი ნაბიჯის გადადგმაში თავისი საინტერესო და შთამბეჭდავი ტრენინგების საშუალებით.

     მადლობა განათლების სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დანერგვისთვის.






ნინო წიკლაური დაწყებითი კლასების მასწავლებელი

ციფრული სწავლების პრაქტიკის დანერგვა

     ჩვენი ინოვაციური პროექტი სასწავლო პროცესში ციფრული სწავლების პრაქტიკის დანერგვას ითვალისწინებს.

     პროექტის მიზანია, სკოლის ლიდერთა გუნდმა შექმნას ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი უნარების ახლებურად წარმოჩენასა და გამოყენებას არა მხოლოდ ერთი კლასის მაგალითზე, არამედ სკოლის მასშტაბით. ამ ეტაპზე სამიზნე ჯგუფს VII კლასი წარმოადგენს, სადაც ქართველ ბავშვებთან ერთად ეთნიკური აზერბაიჯანელები და ოსებიც სწავლობენ

     კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში, გაუმჯობესებას საჭიროებს. მართალია, საკლასო ოთახები არ არის ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ხდება სკოლაში არსებული ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; რამდენად ფლობენ მასწავლებლები და მოსწავლეები აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო უნარებს და როგორ შეგვიძლია სასწავლო პროცესის შეცვლა ისე, რომ მოტივაციის ამაღლება გამოიწვიოს როგორც პედაგოგებში, ასევე მოსწავლეებში.

     გამომდინარე იქიდან, რომ 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, დაინტერესება უსასრულოდ დიდია და უამრავი მოზარდი კომპიუტერზე მიჯაჭვულიც კი ხდება, მათი ასეთი დაინტერესება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოქნილად გამოვიყენოთ მათი დამოკიდებულება ციფრული ტექნოლოგიების მიმართ და სწავლის პროცესისკენ წარვმართოთ ისევე, როგორც დაწყებით საფეხურზე თამაშის სპეციფიკურ ქცევას სასწავლო მიზნებს ვუკავშირებთ.

     გარდა იმისა, რომ მოტივაციას ზრდის ინოვაციური ინსტრუმენტების დაუფლება, სრულად პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს.




ფოტოზე-ნელი ყაბანაშვილი და მეშვიდეკლასელები პირველ კლასში ყოფნის დროს.


                                                                ფოტოზე-ვაკო ხუროშვილი


ციფრული პრაქტიკის დანერგვა საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს; უფრო მრავალფეროვანია და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სრულად წარმოაჩინონ შემოქმედებითი უნარები. არ უწევთ მასალის დაზეპირება: დამოუკიდებლად, ზოგჯერ მასწავლებელთან და, უფრო ხშირად, თანატოლებთან კოლაბორაციის გზით, ქმნიან რესურსებს და სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით აგებენ ცოდნას. ეს კი რადიკალურად განსხვავდება პირდაპირი სწავლებისგან, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ლექციური ხასიათის მატარებელია და არ მოიცავს სწავლა-სწავლების სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს (ვიცი (რა?-სტატიკური)), პროცედურულს ( შემიძლია (როგორ?-დინამიკური)) და პირობისეულს (ადეკვატურად ვიყენებ (რატომ? როდის?-დინამიკური)).

            





         მართალია, ამ პროცესებს მასწავლებელი წარმართავს, თუმცა მთავარი ორიენტირი ისევ და ისევ მოსწავლეა.


                                                             

                                                                     ქეთა  თავშავაძე



         ჩვენ დავბრუნდით სკოლაში-ახალი უნარებით აღჭურვილები. ვერ ვიტყვით, რომ დისტანციურმა სწავლებამ რამე დაგვაკლო. პირიქით, უკეთესად დავეუფლეთ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები არ გვაძლევდა ჯგუფური მუშაობის საშუალებას, რაც Teams-ში შესაძლებელი გახდა; შეფასებაც ობიექტურად ხდებოდა; იმის მიხედვით, ვინ რამდენად აქტიური იყო და ეს ხდებოდა მომენტალურად. ვისწავლეთ ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება. მივიღეთ 21-ე საუკუნის გამოწვევები და სრულად ვუპასუხეთ მას. ჩვენ ეს შევძელით! ჩვენ ეს გამოგვივიდა! 

  








No comments:

Post a Comment