ჩვენ შესახებ

         ,,ციფრული სკოლის" პროექტში ოკამის საჯარო სკოლის ექვსი მასწავლებლისგან შემდგარი გუნდი მონაწილეობს.

ზვიად პაპიაშვილი-სკოლის დირექტორი

 დავით ქოთოლაშვილი-ისტორიის მასწავლებელი

 თამილა შუკაკიძე-დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 ირმა საათაშვილი-ისტ-ის მასწავლებელი

 ნელი ყაბანაშვილი-ქართული ენის მასწავლებელი

 ნინო წიკლაური-დაწყებითი კლასების მასწავლებელი


ციფრული სკოლა ,,ოკამი“

     ციფრული სკოლის შესახებ ინფორმაცია უნიჭიერესმა ქალბატონმა ნინა ბიწკინაშვილმა მოგვაწოდა. ეს იყო 2020 წლის თებერვლის თვე. მის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე გავეცანით რამდენიმე ქვეყნის სკოლების მაგალითს, რომლებიც არაფორმალური განათლების მიღებით საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს.  განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ციფრული სკოლის ესტონურმა მოდელმა. პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც  ტრენინგის შემდეგ გადავდგით, არის ის, რომ სკოლის საჭიროების დასადგენი კვლევა ჩავატარეთ, სადაც ლიდერებთან ერთად სკოლის სხვა მასწავლებლები და მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. სკოლის სელფმა გვიჩვენა, რომ შეფასების პრაქტიკაში საკმაოდ დიდი პროცენტული სხვაობა იყო მასწავლებელთა, მოსწავლეთა და სკოლის ლიდერთა პასუხებში. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით ჩაგვეტარებინა მუშაობა და დავიწყეთ  პროექტის განხორციელება, თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. Covid-19-მა მსოფლიო მოიცვა და გამონაკლისი არც საქართველო დატოვა. საჭირო გახდა, სწავლების ახალ მოდელზე გადასვლა და კიდევ ერთხელ გადავხედეთ სკოლის სელფს, იმის დასადგენად, თუ რა მდგომარეობა გვქონდა ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ ბავშვების უმრავლესობა უფრო მეტ დროს უთმობს კომპიუტერულ თამაშებს, ვიდრე მის გამოყენებას სასწავლო მიზნებისთვის და პედაგოგების უმრავლესობაც მხოლოდ სასწავლო რესურსების მოძიებით შემოიფარგლება. ჯგუფის შეხვედრის დროს განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ჩვენი სამოქმედო გეგმა და ციფრული პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით გვემუშავა, ვინაიდან ეს უფრო პრიორიტეტული იყო, რომელიც ძალიან სჭირდებოდათ, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს. თავიდანვე გავთვალეთ შესაძლო რისკები და აღმოჩნდა, რომ ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო სკოლის მასშტაბით და ყურადღება შევაჩერეთ მე-7 კლასზე. რატომ მაინცდამაინც მე-7 კლასი? გიპასუხებთ: დაწყებით საფეხურზე ყველა მასწავლებელს გავლილი აქვს ბუკის ტრენინგები და აქტიურად იყენებენ 4 წლის განმავლობით. ამ ასაკის ბავშვები დამკვირვებლები არიან და ადვილად ითვისებენ ყველაფერს. ,,ვსწავლობთ თამაშით“ საშუალებას იძლევა, სახალისო გავხადოთ სასწავლო პროცესი. ბავშვების დაინტერესებაც ხომ აქედან მომდინარეობს. თამაშის სპეციფიკურ ქცევას სასწავლო მიზნებს ვუკავშირებთ. მე-5,  მე-6 კლასში  უკვე ცალკე დისციპლინად ისწავლება ისტ-ი და საკმაო უნარებს ფლობენ მოსწავლეები მის გამოსაყენებლად, მაგრამ რა ხდება მე-7 კლასიდან? ისინი ისევ თამაშის პროგრამებს იყენებენ, ვინაიდან სწრაფვა აქვთ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ, თუმცა საგაკვეთილო პროცესი მის აქტიურ გამოყენებას არ გულისხმობს. რა ვუყოთ მოსწავლეებს, რომლებიც დაკვირვების ასაკიდან გამოვიდნენ და კვლევის პროცესში არიან? დავტოვოთ თამაშის რეჟიმში თუ მივცეთ შესაძლებლობა, ცოდნა ააგონ, კვლევის, აღმოჩენის გზით? რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი უფრო პროდუქტული იქნება და ამაში ისევ ბავშვების ინტერესები დაგვეხმარება. დღეს ხომ ისე გვჭირდება ციფრული ტექნოლოგიები, როგორც არასოდეს. უნდა მივიღოთ გამოწვევა და გადავიდეთ დისტანციური სწავლების რეჟიმში ან სასწავლო წელი გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ჩვენ, ისევე, როგორც ყველა კერძო და საჯარო სკოლამ, მხარი დავუჭირეთ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას და ყველა პლატფორმა გამოვიყენეთ იმისათვის, რომ პანდემიის გამო მოსწავლეები არ დაზარალებულიყვნენ, თუმცა ადვილი არ იყო, გვეპასუხა ამ გამოწვევისთვის. ტექნოლოგიების გამოყენების უნარის ქონა საკმარისი არ არის სასწავლო პროცესის წარმართვისთვის; მით უფრო მაშინ, როცა ეს პროცესი სახლიდან მიმდინარეობს. ინტერნეტის არქონის გამო სერიოზულმა რისკებმა იჩინა თავი, თუმცა ჩვენი გუნდის დახმარებით შევძელით გამკლავება.

     გეგმის შეცვლა არ ნიშნავს იმას, რომ შეფასების პრაქტიკას გვერდი ავუარეთ. პირიქით, გუნდური პასუხისმგებლობა ავიღეთ მოსწავლეთა  განმსაზღვრელ შეფასებაზე, ტესტირების შედეგებზე და დავნერგეთ მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შეფასება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით.









                                                           სელფის რეპორტი

ა)  როგორ ცვლიან ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პრაქტიკას სკოლაში?

 

Ø  ახდენს დროისა და მეტერიალური რესურსების დაზოგვა;

Ø  სასწავლო პროცესს ხდის საინტერესოს და სახალისოს;

Ø  ზრდის მოტივაციას;

Ø  სწავლობენ კეთებით;

Ø  ცოდნას აგებენ აღმოჩენის გზით.

    ბ)   რა არის ძირითადი აღმოჩენები რეპორტში?

Ø  სელფმა მოგვცა გამოკითხვის ზუსტი და სწრაფი ანალიზი;

Ø  მოსწავლეები მეტ დროს უთმობენ გასართობ კომპიუტერულ თამაშებს  და ნაკლებად იყენებენ სწავლის საჭიროებისთვის.

 

 

          გ) სად აქვს სკოლას მაღალი და დაბალი ინდიკატორები?

Ø  მაღალი: სასწავლო რესურსების მოძიება ონლაინში;

Ø  დაბალი: ერთმანეთისთვის უკუკავშირის მიცემა;

 

          დ) სად არის ყველაზე დიდი განსხვავებები ჯგუფების პასუხებში?

Ø  ციფრული პრაქტიკის დანერგვაში.

     

           ე)  რას გეუბნებათ ეს ინდიკატორები?

Ø  გაუმჯობესდეს ინტერნეტის ხარისხი, რომ დაინერგოს სკოლაში ციფრული წიგნიერება.

 

 

ü  რა ცვლილებების განხორციელება გსურთ სკოლის დონეზე?

 

-რა?

    სკოლაში არსებული ინტერნეტი ვერ უზრუნველყოფს სრული ტერიტორიის Wi-fi-ით დაფარვას და აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდება ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება, თუმცა გამოწვევაა კიდევ ის, რომ არ არის საკმარისი აღჭურვილობა სკოლაში: ტაბლეტები, ნოუთბუქები, ჭკვიანი დაფები, ვიდეო კამერა და ა.შ.

 

-და რა მერე? (რეფლექსია)

       დღეს წარმოუდგენელია პიროვნების განვითარება 21-ე საუკუნის უნარების განვითარების გარეშე, რომელიც ძირითადად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება. სრულფასოვანი განათლების მისაღებად აუცილებელია პედაგოგების ინტენსიური ზრდა პროფესიული თვალსაზრისით, თუმცა არის მთელი რიგი ფაქტორებისა, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. კერძოდ, მხოლოდ პედაგოგის მზაობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსწავლემ მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საჭირო ინსტრუმენტებს ფლობს ბავშვი ცოდნის მისაღებად. ძიების პროცესში იკვეთება ცოდნის მიღების საჭიროებები და მოსწავლეები ეხმარებიან ერთმანეთს ან მიმართავენ მასწავლებელს, როგორც ფასილიტატორს. ამ პროცესებს კი ხელს უწყობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. იმ სკოლებში, სადაც აღნიშნული აღჭურვილობა არასაკმარისია, რა თქმა უნდა, შედეგიც დაბალია. ამიტომ, უნდა მოხდეს ჭკვიანი დაფების, ტაბლეტების, ნოუთბუქების შეტანა სკოლაში და ინტერნეტის სიჩქარის დარეგულირება.

 

-და ახლა რა ვქნათ?

        სკოლას უნდა ჰყავდეს აიტი მენეჯერი, რომელიც მუდმივად იქნება სკოლაში და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღმოფხვრის პრობლემას.

     ხელს შევუწყობთ პროექტის განვითარებას-გავშლით სხვადასხვა კლასში.

 





No comments:

Post a Comment