Monday, November 16, 2020

 

 

       ,,ციფრული სკოლა-საქართველო“ არის ესტონური პროექტი, რომელიც ხელს უწყობს სკოლებში ციფრული სწავლების დანერგვას. სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის საჯარო სკოლამ მის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განახორციელა.

  • შევაფასეთ სკოლაში ციფრული სწავლების პრაქტიკა და დავიწყეთ მუშაობა ციფრული სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელებაზე.
  • ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად მოსწავლეებს გავაცანით და გამოვიყენეთ სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტები.
       სკოლის გუნდი აქტიურად ჩავერთეთ პროექტის ,,ციფრული სკოლა-საქართველოს" ტრენინგებსა და აქტივობებში, ვინაიდან სამყაროში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ასევე იზრდება მოთხოვნები მათ გამოყენებაზე, ამიტომ ჩვენც უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და მოსწავლეები აღვჭურვოთ  XXI საუკუნის უნარ-ჩვევებით.

       ჩვენი მთავარი მიზანი კი ისაა, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე და მასწავლებელი ჩავრთოთ ამ პროცესში და გავხდეთ ლიდერები ციფრული სწავლების მიმართულებით.