Monday, November 16, 2020

 

 

       ,,ციფრული სკოლა-საქართველო“ არის ესტონური პროექტი, რომელიც ხელს უწყობს სკოლებში ციფრული სწავლების დანერგვას. სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის საჯარო სკოლამ მის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განახორციელა.

  • შევაფასეთ სკოლაში ციფრული სწავლების პრაქტიკა და დავიწყეთ მუშაობა ციფრული სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელებაზე.
  • ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად მოსწავლეებს გავაცანით და გამოვიყენეთ სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტები.
       სკოლის გუნდი აქტიურად ჩავერთეთ პროექტის ,,ციფრული სკოლა-საქართველოს" ტრენინგებსა და აქტივობებში, ვინაიდან სამყაროში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ასევე იზრდება მოთხოვნები მათ გამოყენებაზე, ამიტომ ჩვენც უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და მოსწავლეები აღვჭურვოთ  XXI საუკუნის უნარ-ჩვევებით.

       ჩვენი მთავარი მიზანი კი ისაა, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე და მასწავლებელი ჩავრთოთ ამ პროცესში და გავხდეთ ლიდერები ციფრული სწავლების მიმართულებით.

7 comments:

  1. ძალიან კარგი სასკოლო ინტერაქტიული ბლოგია

    ReplyDelete
  2. ვფიქრობ ეს პროექტი ძალიან ეფექტური იქნება და მეტად საჭირო.წარმატებებებს ვუსურვებ ყველას

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. წარმატებები გუმდს ,ყოველთვის სასიამოვნოა სიახლეები რომლებიც მოსწავლეთა წინსვლას ემსახურება .

    ReplyDelete
  5. საინტერესო და აქტუალური პროექტია.
    წარმატებებს ვუსურვებ ყველას.




    ReplyDelete
  6. ვამაყობ ჩემი კოლეგებით წარმატებები..

    ReplyDelete